|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

წყალტუბოში  რძლის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს აღმკვეთი ღობისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას გამოძიება რამდენიმე მუხლით ედავება.

მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და მამაკაცი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატის თქმით, სერგო აბდალაძე მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფება, მას საუბარი არ შეუძლია, ამიტომ ელოდებიან, რომ მის მდგომარეობას სპეციალისტები შეისწავლიან.

განზრახ მკვლელობის  მცდელობის ბრალდებას არ ეთანხმება დაკავებულის ოჯახი.  აცხადებენ, რომ დანაშაული პროვოცირებული იყო დაზარალებულების ადვოკატის მხრიდან და დაკავებულს მკვლელობა განზრახული არ ქონდა. მათი ინფორმაციით,  დაზარალებული ბავშვებით მანიპულირებდა, ბაბუას მათ ნახვას უშლიდა.

ბრალდებებს არ ეთანხმება დაზარალებული ქალის უფლებადამცველი და განმარტავს, რომ მამაკაცს რძლის  განზრახ მკველობა ჰქონდა დაგეგმილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა