საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 245.1 ლარი გახდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 245.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 241 ლარი იყო.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 39.5 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის მაისში საარსებო მინიმუმი 205.6 ლარს შეადგენდა.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, მაისში აპრილთან შედარებით, 3.5 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 213.5 ლარის ნაცვლად, 217 გახდა.
რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021-ის მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 182.1 ლარს შეადგენდა.
ავტორი: ნიუპრესი