|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 20 წელზე მეტი ისტორიით, ის გამორჩეული უნივერსიტეტია, რომელმაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოება შეძლო და რომელიც გამოირჩევა გაცვლითი პროგრამების სიმრავლით.

უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებს მისცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ მიიღონ განათლება და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

 

უნივერსიტეტში მოქმედებს ოთხი ფაკულტეტი:

  • სამართლის;
  • ბიზნესისა და ტექნნოლოგიების ფაკულტეტი;
  • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
  • თეოლოგია.

საბაუნის ფაკულტეტებზე მოქმედი პროგრამები  შექმნილია სწავლის უახლესი მეთოდების საფუძველზე, რომელიც ამავდროულად ითავლისწინებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. 

 

უნივერსიტეტის კარი ღიაა  საერთაშორისო სტუდენტებისათვისაც და ყოველწლიურად ათობით უცხოელ სტუდენტს აძლევს საშუალებას საქართველოში სწავლის მიღებისა, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ეს ყოველივე კი,  ხელს უწყობს, როგორც უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, ისე სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეების დაახლოებას.  

ბიზნესის ადმინისტრირება ერთ-ერთი მოთხოვნადი პროგრამაა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ევროპული

განათლება, ისარგებლონ, როგორც საუნივერსიტეტო, ისე  პარტნიორებისგან გამოყოფილი სტიპენდიებით.

 

საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები

 

უნივერსიტეტისათვის, რომელიც თანამშრომლობს 30-ზე მეტი ქვეყნის 50-მდე უნივესიტეტთან, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მეტ სტუდენტს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ევროპული განათლება და გაუმრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება.

სწორედ ამიტომ, საბაუნის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ შემდეგი გაცვლითი პროგრამებით: Erasmus+ ICM, Erasmus+KA2, FUCE, საზაფხულო სკოლებითა და მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გაცვლითი პროგრამებიდან დაბრუნებული სტუდენტები, გარდა მიღებული განათლებისა, შეძენილი ცოდნისა, ხაზს უსვამენ იმ ცხოვრებისეულ   გამოცდილებას, რომელიც უნიკალური აღმოჩნდა იმ კონკრეტულ ქვეყანაში ცხოვრების დროს.  ახალი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობა, განსხვავებული კულტურისა და ადათ-წესების შეცნობა და სხვა.  



ავტორი: ნიუპრესი