საბერძნეთის ბერძნულ-ქართული ასოციაცია საგანმანათლებლო პროექტს იწყებს
საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, პორტალ Diaspora.ge-სთან თანამშრომლობით საბერძნეთში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტს იწყებს.
პროექტი, რომლის სახელწოდებაც არის ,,საქართველო და ევროპა“, მიზნად ისახავს ევროპული ფასეულობების მხარდაჭერას და მასში ახალგაზრდების თანამონაწილეობას – ნათქვამია ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით, ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების, ევროპული ფასეულობების, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თემატიკაზე შექმნილი სტატიები მიმდინარე წლის 5 ივლისიდან სისტემატიურად და პერიოდული სიხშირით განთავსდება ქართული დიასპორის მთავარ საინფორმაციო სააგენტოს ვებ-პორტალ Diaspora.ge – ს საშუალებით ელექტრონულ მედია სივრცეში.
ასოციაციის ხელმძღვანელის ლიკა ჯანელიძის განცხადებით – პროექტში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებიც შექმნიან წინამდებარე თემებზე სტატიებს და გამოაგზავნიან ელექტრონულად hgsya.gr@gmail.com მისამართზე.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარ სტატიებთან ერთად სასურველია გადმოაგზავნონ მოკლე ავტობიოგრაფია (CV), რის საფუძველზეც, მათ შესახებ ინფორმაცია განთავსდება სტატიასთან ერთად, ხოლო გამოქვეყნებული სტატიების ავტორებს პროექტის დასკვით ეტაპზე გადაეგზავნებათ, ან უშუალოდ გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიგელები.
ავტორი: ნიუპრესი