|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს დროშები დაეშვა

დღეს საქართველოს დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა. 
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის – ანექსია.
 
საქართველოს მთავრობა ემიგრაციაციაში გადავიდა.

ავტორი: ნიუპრესი