|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერე-ჭიათურის პოლიციის შენობიდან დაკავებულის გადმოხტომის ფაქტზე საქმე აღიძრა

2022 წლის 14 აპრილს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულიდან ბრალდებულის სახით დაკავებული ს.ჭ.-ს გადმოხტომის ფაქტზე, რამაც მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, გამოიკითხა ინციდენტის თვითმხილველი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, იდენტიფიცირებული იქნა სამეთვალყურეო და სამხრე ვიდეო კამერები, რის შედეგადაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნება გამოძიებისათვის საინტერესო აუდიო-ვიდეოჩანაწერები.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.

 

სამსახური სრულად უზრუნველყოფს მოქალაქე ს.ჭ.-ს ოჯახის წევრების ჩართულობას მიმდინარე გამოძიებაში და მათთვის საქმის მასალების გაცნობას.

 

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი - ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 არსებული ინფორმაციით, მოქალაქეს პატრულის ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც  თავად წამოდგა და საპატრულო ეკიპაჟთან შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც დაზარალებული დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით   დაკავებული პოლიციის შენობიდან გადახტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა