|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში 9 მოზარდი ობის სოკოთი ინფიცირებული ნამცხვრით მოიწამლა

საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ სავანეში ნამცხვარ „დონატში“ ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობის შედეგად 9 მოზარდი მოიწამლა - ინფომაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განახორციელეს არაგეგმური ინსპექტირება სავანის სკოლის სასადილოში - ბიზნესოპერატორთან ი.მ. „მაია ღონღაძე“, მისამართი: საჩხერე, სოფ. სავანე. შემოწმებისას სააგენტოს ინსპექტორებმა ამოიღეს და დალუქეს 3 ყუთი ნამცხვარი „დონატი“, რომლის დამზადების თარიღია 05/04/2023 წელი, ხოლო ვარგისიანობის ვადა 05/10/2024 წელი.

ამავდროულად, აღნიშნული სურსათის ნიმუშები, მიკრობიოლოგიური კვლევის მიზნით აიღეს და გააგზავნეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკროორგანიზმების - ობის სოკოების, ნორმა მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ზღვარს (დადგენილი ნორმა - 100 კწე/გ-ში, კვლევის შედეგი - 2000 კწე/გ-ში). ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მოკვლევადობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რადგან მისი განმარტებით, მან „დონატები“ არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში შეიძინა. სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ღონისძიებებს აღნიშნული სურსათის მოკვლევისა და ამოღების მიზნით. შედეგების შესახებ სააგენტო დამატებით აცნობებს საზოგადოებას“,- აღნიშნულია გავცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: