საჩხერეში ადიდებულმა მდინარემ გზა წაიღო
უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა საჩხერის მუნიციპალიტეტს. სოფელ სპეთში მდინარე ადიდდა, რომელმაც საცხოვრებელი სახლები და სახნავ–სათესი მიწები დატბორა. ასევე მდინარემ გზა წაიღო, რის გამოც 30–მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ, მათი განცხადებით, სპეთში გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




16:58
11:46
22:32
19:44
20:45
















