|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" საჩხერეში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს

   საჩხერეში "კონსერვატიული" პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა კვიჟინაძე იქნება. მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება. როგორც ცნობილი გახდა,  "ქართულ ოცნებასა" და "კონსერვატორებს" შორის მიმდინარეობს კონსულტაციები მაჟორიტარობის კანდიდატების შეთანხებასთან დაკავშირებით. შეთანხმების ფარგლებში,  სადაც “კონსერვატორი“ მაჟორიტარობის კანდიდატები იყრიან კენჭს, “ქართული ოცნება“ დეპუტატობის საკუთარ კანდიდატურას ან არ დაუპირისპირებს,  ან ისეთ კანდიდატურას შეარჩევს, რომლის წარდგენას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ექნება. 
  “ქართული ოცნება“ ამ ფორმით “კონსერვატორებისთვის“ რამდენიმე  მაჟორიტარული ოლქის დათმობას აპირებს. მათ შორის ზვიად ძიძიგურის  და პაატა კვიჟინაძის სასარგებლოდ,  რომელთა რიცხვს, შესაძლოა,  გიგა ბუკია, ან ბიძინა გუჯაბიძე დაემატოს. 
 
“მიმდინარეობას კონსულტაციები, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მართლა არ გვაქვს მიღებული. დარწმუნებულია ვარ, რომ მსგავსი კონსულტაციები თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც მიმდინარეობს. სასურველია, ყველა ერთნაირი ხედვის მქონე პოლიტიკურმა ძალამ მოახერხოს ის, რომ ერთმანეთს კონკურენცია არ გაუწიოს. ჩვენ შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურაზე და მასთან დაკავშირებით შეთანხმება იყოს მიღწეული. თუ ეს შეთანხება შედგა, ამომრჩეველი არ დაიბნევა და ერთნაირი ხედვის მქონე პოლიტიკურ ძალებს შორის მეტი კოორდინაცია იქნება. ეს არის სურვილი, ვნახოთ რა იქნება რეალობა. სწორია თუკი ხმები არ დაიქსაქსება, რადგან მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარულ ოქლებში 50%-იანი ბარიერი ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ სერიოზული ბარიერია. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმური და ჯანსაღი პროცესია“, -განაცხადა გიგა ბუკიამ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა