|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თანამშრომლის დაჭრისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საჩხერის პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ბ.გ., პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებიის ინფორმაციით, 15 მაისს ბ.გ-მ ურთიერთშელაპარაკებისას, მის თანამშრომელს - 1987 წელს დაბადებულ ხ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. ხ.ც.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. იმავე დღეს საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

გამოძიება ბ.გ.-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა