|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერეში, ჭიათურასა და ბაღდათში ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა 15 მილიონ ლარის ტენდერები მოიგო

მხოლოდ საჩხერეში, ჭიათურასა და ბაღდათში ბიძინა ივანიშვილის ნათესავმა 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულებეის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 
 არასამთავრობო ორგანიზაციის  „მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის“ მედიაპროექტის ინფორმაციით, ინდმეწარმე მურმან ტოგონიძემ 100-დან 72 ტენდერში გაიმარჯვა, 28-ში უკონკურენტოდ, ხოლო 17-ში კონკურენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
 
72 მოგებული ტენდერიდან 70 საჩხერის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებზე მოდის, კერძოდ 56 ტენდერი საჩხერეში მოიგო, 14 კი ჭიათურაში.
 
საჩხერეში, რომლის 2020 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარი იყო, ბიძინა ივანიშვილის ნათესავის მიერ მოგებული ტენდერების ჯამური თანხა 12.5 მილიონ ლარს შეადგენს.
 

ავტორი: ნიუპრესი