საჩხერის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდგინდა
საჩხერის მერს ბენიამინ ფალავანდიშვილს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ანალიზების პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
მერს ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს. მის განმეორებით ტესტზე კვლავ დადებითო პასუხია. ის ბოქსირებულ პალატაშია.
ასევე უარყოფითია საჩხერის 11 კონტაქტის ანალიზის პასუხი, რომლებსაც ანალიზები საავადმყოფოში აუღეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა