საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა.
როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით მოხერხდა პაციენტის გამოჯანმრთელება.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედ-პერსონალმა ბებოს გამოჯანმრთელება მიულოცა და აპლოდისმენტებით გააცილა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

21:51
11:34
15:17
15:16
14:26
















