საჩხერის სოფლებში 3000–მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება
საჩხერის სოფლებში წყალმომარაგების ქსელის მოწყობის შედეგად 3000–მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება- აღნიშნულის შესახებ "ნიუპრესს" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ჩიხის და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროცესი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, გრიგოლ დალაქიშვილმა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა, ბენიამენ ფალავანდიშვილმა დაათვალიერეს.
გუბერნიის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ქსელი აქამდე არ არსებობდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 3000–მდე ოჯახს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. გაკეთდება რეზერვუარები და მოხდება აბონენტების გამრიცხველიანება. უკვე დაწყებულია გორისას რეზერვუარისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა.
პროექტი 2019 წლის ზაფხულში დასრულდება, მისი ღირებულება 7, 9 მლნ ლარს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი