სად უნდა გადაცვალოთ ვალუტა ყველაზე მომგებიანად?
თუ თქვენი საქმიანობის სფერო ვაჭრობას უკავშირდება და სხვადასხვა სახის პროდუქციის იმპორტით ხართ დაკავებული, ვალუტის გადაცვლა ხშირად დაგჭირდებათ და გაცვლით კურსსაც დიდი მნიშვნელობა ექნება თქვენთვის.
სხვადასხვა სახის ბიზნესზე კურსის ცვალებადობა არც თუ ისე სახარბიელოდ აისახება. ამ პროცესს კი რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ბაზარზე, ხან ვალუტის მიწოდება სჭარბობს, ხანაც მოთხოვნა და სწორედ ეს დისბალანსი იწვევს კურსის ცვალებადობას. მარტივად რომ ვთქვათ - ეროვნული ვალუტა მყარდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო უფასურდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა იკლებს.
გარდა ამისა, ვალუტის კურსის ცვლილებებს განსაზღვრავს:
- ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა;
- ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღე;
- ბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის;
- კონკრეტული ვალუტის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორი და მოლოდინები;
- სახელმწიფო ვალის მოცულობა;
- ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები.
იმისათვის, რომ აშშ დოლარი, ევრო, ან რუბლი საუკეთესო კურსით შეიძინოთ MBC-ის უნდა მიმართოთ, რომელიც იძლევა საშუალებას კონვერტაცია განახორციელოთ ონლაინ ან ადგილზე მათსავე ფილიალებში, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია წარმოდგენილი.
ვის შეუძლია MBC-ში ვალუტის გადაცვლა?
MBC-ის ვალუტის გადაცვლის ონლაინ მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას.
ასევე, ხსენებული მომსახურება შესაძლებელია მიიღოს იურიდიულმა პირმა, რომლის წარმომადგენელიც არის საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.
ხოლო, MBC-ის სერვის ცენტრებში ვალუტის გადაცვლის მომსახურების მიღებას შეძლებს ნებისმიერი პირი სამუშაო დღეებში - 09:50-დან 18:00 საათამდე, შაბათს კი - 09:50-დან 14:00 საათამდე.
რა პროცედურებია საჭირო ვალუტის ონლაინ კონვერტაციისთვის?
ვალუტის ონლაინ კონვერტაციას საიტზე პირადი კაბინეტის რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის მარტივი პროცედურის გავლით შეძლებთ. ონლაინ კაბინეტის დარეგისტრირების შედეგ, უნდა გააგზავნოთ კონვერტაციის მოთხოვნის განაცხადი, „ემბისი“-ს ანგარიშზე გადარიცხოთ დასაკონვერტირებელი თანხა და სასურველი ვალუტის ეკვივალენტი უმოკლეს დროში განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგერიცხებათ.
სად ვნახოთ ვალუტის საუკეთესო კურსი?
რა თქმა უნდა „ემბისი“-ს ვებ-გვერდზე, სადაც წარმოდგენილია უზუსტესი და მუდმივად განახლებული ინფორმაცია.
„ემბისი“ ნამდვილად გამოირჩევა ყველაზე მომგებიანი ვალუტის კურსით. სწორედ ამიტომ, თუ ხშირად გიწევთ სხვადასხვა ვალუტის ყიდვა - გაყიდვა, გზავნილების მიღება და ა.შ. ეწვიეთ საიტს და საცობებისა და ზედმეტი დროის კარვის გარეშე მოახდინეთ თანხის ონლაინ კონვერტაცია სასურველ ვალუტაში.
ავტორი: ნიუპრესი