სად წავიდეთ დასასვენებლად აპრილში? (R)
აპრილის თვეში შვებულებასა და დასვენებას თუ გეგმავთ, მაშინ ეს სტატია თვენთვისაა.
დღეს Vivus.ge-ს ბლოგი გიამბობთ იმ კურორტების შესახებ, სადაც წელიწადის ამ დროს კარგად დასვენებას შეძლებთ.
ეგვიპტე
აპრილი აქ ზღვისა და პლიაჟის სეზონის დასაწყისია.
ჰაერის ტემპერატურა პლიუს 27 გრადუსამდე თბება. წყლის ტემპერატურა კი 23-25 გრადუსს აღწევს.
ტურისტებს აქ გასართობი საშუალებების ფართო ასორტიმენტი ელის. ყველა სასტუმროს ჰყავს ანიმატორთა საკუთარი ჯგუფი. გთავაზობენ მრავალფეროვან მენიუსა და სხვადასხვა ექსკურსიებს.
აპრილში ეგვიპტე კომფორტულია ბავშვებისთვისაც, რადგან ამ პერიოდში არ არის შემაწუხებელი სიცხე.
ტაილანდი
ეს გახლავთ ქვეყანა სადაც ჰაერის ტემპერატურა წელიწადის ნებისმიერ დროს, არის მინიმუმ პლიუს 33 გრადუსი, წყლის კი პლიუს 28.
სწორედ ამიტომ, ტაილანდში ვიზიტი შეგიძლიათ ნებისმიერ სეზონზე.
აქ გელით ტროპიკული ბუნება და საკვები, ქვიშის სანაპიროები და საოცრად სუფთა ზღვა.
ჰაინანის კუნძული (ჩინეთი)
ეს გახლავთ იდუმალი და საოცრად ლამაზი კუნძული, სადაც აპრილის თვეში ყოველთვის არის დასვენებისთვის საჭირო ამინდი.
გაზაფხულის მეორე თვეს, ჰაინანიზე ჰაერის ტემპერატურა პლიუს 29 გრადუსია, წყლის ტემპერატურა კი +28 გრადუსი.
ჰაინანიზე დამსვენებლებს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროცედურებსა და ჩინური მედიცინის მიხედვით შექმნილ გამაჯანსაღებელ კურსებს სთავაზობენ.
ვიეტნამი
აქაურობა ნელ-ნელა იძენს პოპულარობას. დამსვენებლებს საოცრად ხიბლავთ და სასიამოვნო მოგონებად რჩებათ ვიეტნამის აზიური ეგზოტიკა.
ვიეტნამში თქვენ გელით გამჭირვალე ზღვა, თეთრი და ოქროსფერი პლაჟები, საინტერესო ნაციონალური სამზარეულო და სტუმართმოყვარე ვიეტნამელები.
გართობის საშუალებებს შორის აქ სპილოებით სეირნობა, თევზაობა და სხვა საზღვაო სპორტული აქტივობებია.
აპრილში აქ ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსია.
ინდოეთი (გოა)
ტაილანდის მსგავსად, ინდოეთში მდებარე კურორტი გოაც წელიწადის ნებისმიერ დროს ელის ტურისტებს.
აპრილში აქ ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსია, წყლის კი +27 გრადუსი.
აღსანიშნავია, რომ გოა ორ ნაწილად იყოფა, სამხრეთ გოა და აღმოსავლეთ გოა.
კურორტის ერთი ნაწილი დაბალფასიანია და აქ 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროებს მრავლად ნახავთ. მეორე ნაწილი კი 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროებით იწონებს თავს და შედარებით მაღალი ფასით გამოირჩევა.
Vivusgeსასიამოვნო დასვენებას გისურვებთ და შეგახსენებთ, აუცილებელი ხარჯების გასაწევად საჭირო თანხა ან მისი ნაწილი, შეგიძლიათ მიიღონ vivus-ის სწრაფი სესხის საშუალებით.
Vivus-ში სესხები სწრაფად და მარტივად, სულ რაღაც 5,4%-ში გაიცემა.თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ფული ონლაინ რეჟიმში ან ხელზე, vivusge-ს სერვის ცენტრებში.
სწრაფი სესხის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს https://www.vivus.ge/
ავტორი: ნიუპრესი