საერთაშორისო ფოტოფესტივალის „ილო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი „ილო“ დასრულდა.
კინო-თეატრ „საქართველოში“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდნენ.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო ქუთაისის მერია, თანაორგანიზატორი კომპანია „ოქროს პეპელა“ ( დირექტორი ირაკლი ჯაოშვილი).
ფესტივალის მიმდინარეობის 3 დღის მანძილზე ჟიურიმ ( თავმჯდომარე შალვა ხახანაშვილი ) ათობით ფოტოს შორის საუკეთესოები ამოარჩია.
მთავარი პრიზი ("ილო 2022" ბრინჯაოს მოოქროვილი სტატუეტი) საუკეთესო ფოტო - პორტრეტისათვის გადაეცა გეორგიოს კაცამელოსს ( საბერძნეთი). სპეციალური პრიზით ((ფოტო- კამერა "ილოს" ბრინჯაოს სტატუეტი) დაჯილოვდა იამზე ვაჩეიშვილი, პირველი ადგილის მფლობელი კი გახდა ზაქარია ჭელიძე. ტიტული "ფესტივალის აღმოჩენა"( 20 წლამდე ასაკის ავტორს), საუკეთესო ფოტო -პორტრეტისათვის მიენიჭა საბა ბოდოკიას. ჟიურის პირველი ადგილისთვის განკუთვნილი პრიზი მარი ათანაელს გადაეცა. პრიზი „ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ გადაეცა ღვაწლმოსილ ქუთაისელ ფოტოგრაფს ჯემალ სირბილაძეს. ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის პრიზის მფლობელი გახდა ეკატერინე ნენე ცომაია. პრიზები სხვადასხვა ნომინაციებში გადაეცა რამდენიმე უკრაინელ ფოტოგრაფს.
„მოხარული ვარ, რომ ქუთაისში ასე წარმატებულად ჩატარდა საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ილო“ . სრულიად ახლებურად, განსხვავებული კონცეფტით ჩავატარეთ წელს ეს ფოტოკონკურსი. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც საფუძველი ჩაუყარა „ილოს“, ვინც 16 წლის მანძილზე ყოველწლიურად მუშაობდა კონკურსის ჩასატარებლად. განსაკუთრებული მადლობა „ილო 2022“-ის საორგანიზაციო ჯგუფს და ირაკლი ჯაოშვილს, რომლის იდეაც იყო ფოტო-კონკურსის ფესტივალის ფორმატში ჩატარება. საინტერესო ნამუშევრები ვიხილეთ და პროფესიონალურმა ჟიურიმ ობიექტურად შეაფასა თითოეული მათგანი. ვულოცავ ყველა მონაწილეს და გამარჯვებულებს! ქუთაისი არის და იქნება ასეთი ფესტივალების ქალაქი. შემოდგომაზე ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გიწვევთ!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა