|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდა

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება -  ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტს, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა მოაწერა, მოქმედების ვადა 22 მაისის ჩათვლით გაუგრძელდა. 

"მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ", -განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებას,  აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა