|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ 5 ადამიანი მოკლა და 6 დაჭრა

საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა და კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი დაიჭრა.

შსს-ს ცნობით, გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა. ყოფილმა დამხედრომ ნოდარ ათუაშვილმა სიცოცხლე თვითნკვლელობით დაასრულა. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი პოლიციელი,  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილია.

ის საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა