|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი მეტეოსადგური რიკოთზე საცობების პრობლემას მოხსნის

რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უფრო უსაფრთხო რომ გახდეს, უღელტეხილზე საგზაო სადგური დამონტაჟდა. სადგური გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩეხეთის მთავრობის მიერ "ტრასეკას რიკოთის მონაკვეთის მეტეოროლოგიური უსაფრთხოების გაზრდის" განხორციელებული პროექტის ფარგლებში დაამონტაჟა.

სამუშაო პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ჩეხეთის ელჩი ტომაშ პერნიცკი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნენ. 
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მეტეოროლოგიური სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს ეროვნულ სააგენტოს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.


არახელსაყრელი სატრანსპორტო მეტეოროლოგიური პირობების შემთხვევაში(ჰაერის ტემპერატურა, სინოტივე, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ნალექების სახეობა და რაოდენობა და გზის სავალი ნაწილის მეტეოროლოგიური მახასიათებლები, თოვლის საფარი, გზის მოყინულობა)  სადგური სათანადო გაფრთხილებების ოპერატიულად გაცემის საშუალებებს იძლევა.

ამ სიახლის შედეგად  რიკოთზე საცობების პრობლემა მოიხსნება, რადგან გზებზე არსებული პრობლემების შესახებ წინაწარ იქნება ცნობილი.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი