|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საიას" ქუთაისის ფილიალს ზაალ გორგიძე უხელმძღვანელებს

"საიას" ქუთაისის ხელმძღვანელად ზაალ გორგიძე შეირჩა. ის ფილიალის გამგეობის შემადგენლობაში საქმიანობდა.

ზაალ გორგიძე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში 2003 წლიდან მუშაობს.

 2000-2003 წლებში იყო  შპს. ო. ჩხობაძის სახელობის სამკურნალო სარეაბილიტაციო რეგიონალური კლინიკური ცენტრის იურისტი, ხოლო 2001-2003 წლებში  საქ. სტანდარტის იმერეთის ტერიტორიული ორგანოს იურისტი.

ახალი ხელმძღვანელი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას 5 მარტს გამართავს.   

ბოლო სამი წლის განმავლობაში "საიას" ქუთაისის ფილიალს გიორგი სანტურიანი ხელმძღვანელობდა.

ავტორი: ნიუპრესი