საირმეში ადგილობრივები ბიზნესმენ თემურ კოხოძეს უპირისპირდებიან
საირმის ტყის პროტესტის მონაწილეები ბიზნესმენ თემურ კოხოძეს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ პროტესტის ერთ-ერთი მ ონაწილე ლელა მესხია სოციალურ ქსელში წერს.
„საგანგაშო მდგომარეობა საირმეში
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც სამი თვეა აპროტესტებენ უკანონოდ გაცემულ სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიას, გვიგზავნიან პროვოკაციულ წერილებს, რომ მწყობრიდან გამოგვიყვანონ, ისედაც გამწარებული ადგილობრივები. დაცვა დგას და ამ სცენებს იღებს ტელეფონით, შემდეგ იძახებენ პოლიციას და აი ვინაა დამნაშავე?! რა თქმა უნდა, ჩვენ, საირმის ადგილობრივი მოსახლეობა, რომლებსაც ართმევენ მამაპაპისეულ მიწებს. გაჩუმდით და ჩუმად გადაეცით კოხოძეს თქვენი ქონებებიო, თორე მოგიწყობთ პროვოკაციას და თუ არ გაჩუმდებით, გიჩივლებთო. ესაა მთლიანი დღევანდელი სურათი! გამაგებიეთ ხალხნო ჩვენი სიმართლე სადაა და ჩვენ ვინ გვიცავს?! გამეცით პასუხი?! #საქართველოსმთავრობა #საირმე", - წერს ლელა მესხია.

ცნობისთვის, ადგილობრივები ბიზნესმენ თემურ კოხოძისთვის საირმის ტყის ნახევარი საუკუნით იჯარით გადაცემას აპროტესტებენ.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა