საჯარო ბიბლიოთეკაში ნუგეშა გაგნიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
აკაკი წერეთელის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, ნუგეშა გაგნიძის წიგნის-,,ნარკვევები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან“ პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართა.
გაგნიძის თქმით, წიგნი გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.
"წიგნი, პირველ რიგში, გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ აგებულია იმ პრინციპით, რომ გერმანული ლიტერატურის ისტორიით და ზოგადად, გერმანულენოვანი ლიტერატურით დაინტერესებულმა მკითხველმაც წაიკითხოს. მასში წარმოდგენილია ჩემს მიერ გამოკვლეული კონკრეტული მწერლების შემოქმედება, ასევე ჩემს მიერ თარგმნილი ლირიკული ნაწარმოებები მეოცე საუკუნის ძალიან ცნობილი ავტორების“-განაცხადა გაგნიძემ.
,,ნარკვევები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან“- ნუგეშა გაგნიძის მეოთხე წიგნია.
წიგნის გამოცემა ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა დააფინანსა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე