საკონკურსო კომისიამ ცესკოს წევრობის შერჩეული კანდიდატები პრეზიდენტს წარუდგინა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატები წარუდგინა.
წარდგენილი სამი კანდიდატურიდან კომისიამ 2 კანდიდატურა შეარჩია. შერჩეული კანდიდატურები გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური არიან.
გიორგი მარსაგიშვილი პროფესიით იურისტია, მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში სპეციალისტად. ნათია წიპტაური კი, ახალგორიდანაა, ისიც საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრის ტრენერია, ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიციო გამოცდა.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.
ავტორი: ნიუპრესი