|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე 668 გადამხდელი დაჯარიმდა

25-31 ივლისს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 781 ფაქტი გამოვლინდა.
”საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებბა 6976 გადამხდელიშეამოწმეს, რის შედეგადაც შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევებიდაფიქსირდა: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 22 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 91 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 668 შემთხვევა”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი