სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს საზოგადოება.
„მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს - საზოგადოება. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ავტორი: