სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში სტუდენტებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში სტუმრად იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი მესხიშვილის თეატრში სტუდენტებს ხვდება და ეროვნული თანხმობის, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ესაუბრება.
პრეზიდენტმა ევროკავშირის კითხვარზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ უკრაინის როლი ძალიან დიდია ამ პროცესში.
მან თქვა, რომ რა პასუხს მიიღებს ქვეყანა არავინ იცის, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზეც, რა მაბიჯებს გადადგამს სახელმწიფო ამ პერიოდში. მას ყურადღება გაამახვილა ეროვნულ შერიგებაზე.
მისი თქმით, ის ვერავის შეარიგებს, მას არც შესაძლებლობა აქვს და არც მექანიზმი. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზეც ისაუბრა განაცხადა, რომ ამ მოვლენებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ყველას დღის წესრიგი.
ავტორი: ნესტანი ჩაგელიშვილი