|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. 

სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და ცოტა ხანში დაიწყება.

ის წელას მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს - მსოფლიო ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა