|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუსთან ერთად კავკასიური სოჭი დარგო

საქართველოს პრეზიდენტმა, მაია სანდუსთან ერთად, კიშინეუში, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, საქართველოდან ჩატანილი, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგო.

ხის დარგვის ცერემონია მოლდოვური ტრადიციის მიხედვით, კიშინეუს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას კავკასიური სოჭის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ზოგადად, სოჭის გვარში 40-მდე სხვადასხვა სახეობაა, აქედან, ერთადერთი ენდემური სახეობაა საქართველოში გავრცელებული კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), ამ სახეობას სახელი ფინელი ზოოლოგისა და ბოტანიკოსის პროფესორ ალექსნდრა ფონ ნორდმანნას პატივსაცემად მიენიჭა. სწორედ მან აღმოაჩინა 1835 წელს ეს სახეობა ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა