|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია რეჟიმზე - ნიკა მელია

 სალომე  ზურაბიშვილს გამოსავალი სწორად აქვს წარმოდგენილი, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია რეჟიმზე, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საქართველოს პრეზიდენტთან,  სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, პრეზიდენტისადმი  საჭირო მხარდაჭერის  შემთხვევაში, შეიძლება, ამ პროცესიდან რაიმე გამოვიდეს. 

"სალომე ზურაბიშვილს აქვს ისტორიული შანსი,  შეუძლია დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშოს,  მას აქვს შესაბამისი ბერკეტები. ვფიქრობ, საზოგადოებრივ აქტიურ ჯგუფებთან სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, იგი მოიპოვებს საჭირო მხარდაჭერას და ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, ამ პროცესიდან რაიმე გამოვიდეს",  - განაცხადა მელიამ.  

 

მისი  თქმით, სამოქალაქო თანხმობა გულისხმობს პოლიტიკური დევნის დასრულებასა და სამართლიან  არჩევნებზე შეთანხმებას. 

 

"გულობრყვილო არც მოლოდინი და არც ილუზიები არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო თანხმობას, როგორც პროცესს შანსი უნდა ქონდეს. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, უმცირეს შანსს სადაც ვხედავ, რა თქმა უნდა,  ამ პროცესს ხელს შევუწყობ. 

 სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე არის ისტორიის მოცემულ დროში გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას -  ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება, პოლიტიკური დევნის დასრულება, არა უბრალოდ,  ჩვენს წინააღმდეგ ვინ ახლა რეჟიმის მოწინააღეგეები ვართ, ასეთები ძალიან ბევრნი ვართ, აბსოლუტური უმრავლებობა ქვეყნის მოსახლეობისა, გარდა ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფებების გუნდის წევრებისა,  არამედ მომავალშიც. არა მხოლოდ წარსულზე უნდა შევთანხმდეთ, არამედ მომავალზეც, რომ ამ ქვეყანაში გაჩნდეს განცდა - არჩევნები არ უნდა ყალბდებოდეს, ასეთ შემთხვევაში  შეგვიძლია სამოქალაქო თანხმობაზე ვისაუბროთ, სხვა შემთვევაში გაჭირდება. სალომე ზურაბიშვილს აქვს ძალიან სწორი აღწერა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, ამის შესახებ მან საჯაროდ  ისაუბრა", -  განაცხადა მელიამ.

 საქარტველოს პრეზიდენტი "ეროვნული თანხმობის" ფორმატში დაწყებული საუბრების ფარგლებში მმართველი ძალისა და ოპოზიციის წარმომადგებლებთან პირისპირ შეხვედრებს მართავს, რის შემდეგაც გაფართოებული შეხვედრების დაწყება იგეგმება. 

 

ავტორი: ნიუპრესი