|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. 12:15 საათიდან სამების ტაძარში კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

სამების ტაძარში უკვე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.

უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს სიონის ტაძარში დღეს დაკრძალავენ. დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.

 

ავტორი: