|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამინისტროს შეთავაზება გაფიცული სოციალური აგენტებისათვის ცნობილია

გაფიცული სოციალური აგენტებისა და   ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის  თამარ ბარკალაიას შეხვედრის შემდეგ  საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიღებულ შეთავაზებაზე ღიად არ ისაუბრეს.

მათი  განცხადებით,  შეთავაზებული პირობები ჯერ გაფიცულ კოლეგებთან უნდა განიხილონ. 

 სანაცვლოდ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გაასაჯაროა, რის თანახმადაც  სოციალური აგენტებს მოთხოვნილი 100%-იანი ზრდის ნაცვლად  ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდებათ.  

"მათი შრომის ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები ექვსი ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლების ხელფასი 40%-დან 60%-მდე გაიზარდა", - განაცხადეს სამინისტროში.

სოციალური მოსახურების თანამშრომლები მეხუთე დღეა არ მუიშაობენ, გაფიცულ თანამშრომელთა მოთხოვნას ხელფასის გაორმაგება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა