სამკურნალო ვარჯიშები და მათი ეფექტურობა
სამკურნალო ვარჯიშები გადამწყვეტ როლს თამაშობს ფიზიკურ რეაბილიტაციაში,ის ეხმარება პაციენტს ფუნქციების,მობილობის,ძალის აღდგენაში და ა.შ. რეაბილიტაციაში სამკურნალო ვარჯიშების ეფექტი არის :
- კუნთების გაძლიერება:შექმნილია კონკრეტული კუნთთა ჯგუფისათვის სპეციფიკური ვარჯიშები.ეს ვარჯიშები აძლიერებს კუნთებს,აუმჯობესებს მათ ძალასა და ფუნქციონირებას.გადამწყვეტია მობილობისა და სტაბილურობისათვის, განსაკუთრებით ორთოპედიული დაზიანებების შემდეგ.
- მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა : მოძრაობის დიაპაზონის გასაზრდელი ვარჯიშები ხელს უწყობს მოქნილობისა და სახსრების მობილურობის აღდგენას,ხელს უშლის კონტრაქტურის განვითარებას.შედეგად უმჯობესდება ფუნქცია და მცირდება ტკივილი.
- ნერვ-კუნთოვანი სისტემას გაუმჯობესება :ვარჯიშები ,რომლებიც ფოკუსირებულია კოორდინაციაზე,წონასწორობაზე და პროპრიოცეფციაზე, აუცილებელია ნევროლოგიური რეაბილიტაციის დროს.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება:აერობული ვარჯიშები(მაგალითად სარბენ ბილიკზე სიარული,ველოსიპედი) აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის.
- ტკივილის მართვა:გარკვეული თერაპიული ვარჯიშები ეხმარება პაციენტს ტკივილის მართვაში და კუნთოვან სისტემასთან ან ქრონიკულ დაავადებასთან ასოცირებულ დისკომფორტის შემცირებაში.
- ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება:სარეაბილიტაციო სავარჯიშოები ხშირად ფოკუსირებულია ფუქნციურ აქტივობებზე,რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ამოცანებთან (მაგ საწოლიდან ადგომა,სიარული და სხვა) ფუქნციური ვარჯიშები ეხმარება პაციენტს დამოუკიდებლობის აღდგენაში და სასიცოცხლოდ აუცილებელი აქტივობების შესრულებაში.
თერაპიული ვარჯიშების ეფექტურობა დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობასა და სწორად შერჩეულ სავარჯიშო პროგრამაზე. პროგრესის რეგულარული მონიტორინგი,სავარჯიშო პროგრამის კორექტირება და პაციენტის განათლება წარმატებული რეაბილიტაციის აუცილებელია კომპონენტებია. საბოლოო ჯამში,თერაპიული ვარჯიშები შემქმნილია გამოჯანმრთელების ხელშეწყობისათვის, ფუნქციების გაძლიერებისა და ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესებითვის.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა