|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამომხმარებლო სესხი: რა უნდა გაითვალისწინო სესხის აღებამდე?

სამომხმარებლო არის ფინანსური პროდუქტი, რომელიც შექმნილია ადამიანების პირადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ ტიპის სესხის გამოყენება შეგიძლია ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა მოგზაურობა, ავეჯის, ტექნიკის შეძენა, სახლის რემონტი, ჯანმრთელობის ხარჯები ან სხვა ყოველდღიური საჭიროებები.

სამომხმარებლო სესხი გამოირჩევა მოქნილობით, რადგან მისი აღება მარტივია და თანხის გამოყენებაც თავისუფლად შეგიძლია. ისიც კი შესაძლებელია, ჯერ თანხა დაიმტკიცო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი თუ რა მიზნობრიობით დახარჯავ მას. 

სამომხმარებლო სესხების უპირატესობები

სამომხმარებლო სესხს უამრავი უპირატესობა აქვს: 

  • როგორც უკვე აღვნიშნეთ, არ არის აუცილებელი ფინანსურ ორგანიზაციას წარუდგინო დოკუმენტი, თუ რისთვის გჭირდება თანხის სესხება.
  • ბანკებში თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სამომხმარებლო სესხის დამტკიცება ძალიან სწრაფად ხდება, ამისთვის სულ რამდენიმე საათი ან დღე დაგჭირდება ლოდინი.
  • ამ ტიპის სესხის პირობები მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის ვადის და ყოველთვიური შენატანის მოცულობის განსაზღვრა შენი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

რა უნდა გაითვალისწინო სამომხმარებლო სესხის აღებამდე

  • სესხის აღებამდე ყურადღება მიაქციე არა მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს, არამედ ეფექტურ განაკვეთსაც, რომელიც მოიცავს ყველა დამატებით ხარჯს: საკომისიოებს, დაზღვევის თანხას და ..
  • კარგად შეაფასე შენი ყოველთვიური შემოსავალი და უკვე არსებული ვალდებულებები. დარწმუნდი, რომ ახალი სესხის გადახდის გრაფიკი შენთვის კომფორტული იქნება.
  • სასურველია, რომ არ გქონდეს ნეგატიური საკრედიტო ისტორია, თუმცა, ზოგიერთი ფინანსური ინსტიტუტი, მაგალითად, მიკრო ბანკი MBC სესხზე შენს განაცხადს ნებისმიერ შემთხვევაში განიხილავს.
  • ამის მიუხედავად, გახსოვდეს - სესხის დამტკიცების ალბათობა და პირობები დიდწილად მაინც შენს საკრედიტო ქულაზეა დამოკიდებული.
  • გადახედე სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეთავაზებებს და აირჩიე შენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები.

არსებობს თუ არა რისკები სამომხმარებლო სესხის აღებას

მიუხედავად უამრავი სარგებლისა, სამომხმარებლო სესხის აღებას გარკვეული რისკებიც ახლავს:

  • ზოგიერთი სესხს აქვს ცვლადი საპროცენტო განაკვეთი, რაც შეიძლება დროთა განმავლობაში გაიზარდოს.
  • გადახდის დაგვიანება გამოიწვევს დამატებით ჯარიმებს და საკრედიტო ისტორიის გაფუჭებას.
  • სესხის გადამეტებულმა მოცულობამ, შეიძლება დააზარალოს შენი ფინანსური მდგომარეობა.

რომ შევაჯამოთ - სამომხმარებლო სესხი საუკეთესო საშუალებაა შენი მიზნების განსახორციელებლად, მთავარია ის სწორად გამოიყენო.

წინასწარ შეაფასე შენი შესაძლებლობები, კარგად გაეცანი სესხის პირობებს და მიიღე გააზრებული გადაწყვეტილება.

 

 

ავტორი: