სამოქალაქო აქტივისტების იმედა ონიანისა და მიშიკო მშვილდაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა
სამოქალაქო აქტივისტების იმედა ონიანისა და მიშიკო მშვილდაძის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ვალერი თევდორაძე ავრცელებს.
მისი ინფორმაციით მოსამართლემ საქმის წარმოება ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტის არარსებობის გამო შეწყვიტა.
აქტივისტები პოლიციამ ქუთაისში 4 ნოემბერს, გვიან ღამით, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ დააკავა.
ისინი ორი დღის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მათ წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით იყო დაწყებული, რაც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა