|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამშენებლო კომპანია “იბერია სტარ გრუპში” მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფენ

ქუთაისში განჯის ქუჩის მცხოვრებლების ბრალდებებს უარყოფენ დავით კოსტავას მფლობელობაში არსებულ კომპანიაში.  სამშენებლო კომპანია “იბერია სტარ გრუპში”, აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიმართ კომპანიას არტავითარი ვალდებულება არ აქვს და მათ არავინ დაპირებია რეკრიაციული ზონის ან საბავშვო მოედნის მოწყობას.

"მე არ ვიცი ვინ დაპირდა მათ. ჩვენი კომპანიის პოზიცია ისეთია, რომ მათ არავინ არაფერს დაჰპირებია და არავითარი ვალდებულება ან საბავშვო მოედნის, არ რეკრეაციული ზონის არავის მიმართ არ გვქონია", -  განაცხადა სამშენებლო კომპანიის მენეჯერმა, ქეთევან იაკობიძემ. 

მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ბიზნესმენი მათ აშანტაჟებს და ეზოს მოწესრიგებისათვის დახარჯულ 84 ათას ლარს თხოვს. ამასთასნავე მოსახლეობა აპროტესტებს მათი კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა