|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი, რომელიც 2023 წელს ჩაინგრა, ვერც წელს გაიხსნება

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდი, რომელიც 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა, ვერც წელს გაიხსნება. "პირველი არხის" ეთერში მინისტრმა განაცხადა, რომ პროექტის დასრულება კიდევ ერთი წლით გადაიდო. 

რაცხ შეეხება ხიდს, რომელიც 2023 წელს უხარისხო მშენებლობის გამო ჩაინგრა. მინისტრის თქმით, ახალი კონტრაქტორი ხიდს დაანგრევს და სამუშაოები თავიდან დაიწყება.

"მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და სამწუხაროდ, წელს, სამტრედიის ხიდის გახსნა ვერ მოხერხდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავაჩქაროთ ეს პროცესი, რომ მოსახლეობას უკვე მალე შეეძლოს ამ მაგისტრალით სარგებლობა და თბილისიდან ბათუმამდე შეუფერხებლად გადაადგილება", - განაცხადა სოხაძემ.

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე ყველაზე გრძელი - 810-მეტრიანი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა და მისი აღდგენა ამ დრომდე არაა დასრულებული.

 

2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხიდის ჩანგრევა კომპანია Akkord-ის მიერ უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა განაპირობა.

2024 წლის ბოლოს ხიდის დემონტაჟის და სრული რეაბილიტაციის შესახებ სახელმწიფომ კონტრაქტი კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტს" გაუფორმა, რომელიც ადგილზე ახორციელებს სამუშაოებს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა