სამტრედიაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა
სამტრედიაში, სოფელ ტოლებში ერთ-ერთ ოჯახში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. სახლში 68 წლის მამაკაცი იმყოფებოდა. ის სხეულის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქების შედეგად სახლი მთლიანად დაინგრა, თუმცა მიმდებარე სახლები არ დაზიანებულა. თუმცა ადგილობრივების განცხადებით, აფეთქების ხმა 1 კმ-ის რადიუსში გაისმა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და პოლიცია ეკიპაჟები. ასევე არიან ,,სოკარ გაზის" წარმომადგენლები.
გამოძიება სსკ-ის 229 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:35
13:33
14:39
12:35
















