|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში გაზრდილი ფასები და ტარიფები აქციით გააპროტესტეს

გაზრდილი ფასები და ტარიფები გააპროტესტეს სამტრედიაში. ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები საკრებულოსთან შეიკრიბნენ. ისინი ქვეყანაში არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და  ხელისუფლებას ქვეყნის გაღარიბებაში ადანაშაულებენ.
 
მათი თქმით, 2012 წლიდან არცერთი დაპირება შესრულებულა, პირიქით მოსახლეობამ გაორმაგებილი ტარიფები მიიღო. აქციის მონაწილეების ერთადერთ გამოსავალ ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ.
 
"მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობშია. გაზრდილია ფასები და ტარიფები. "ქართული ოცნების" პირობებში არცერთი დაპირება შესრულებულა. მოსახლეობა გარბის ქვეყნიდან. ერთადერთი გამოსავალი ხელისუფლების შეცვლაა, წინააღმდეგ შემთხვევაში,  ყველაფერს საფრთხე ემუქრება"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
 
 
 
 
 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა