სამტრედიაში მერვე დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნოღაში მერვე დღეა, მამაკაცს ეძებენ. 82 წლის თემურ შანიძე სახლიდან პირუტყვის მოსაძებნად გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
დაკარგულის ოჯახი არ გამორიცხვას, რომ მამაკაცი მოკლულია, რადგან მისი კვალი არ ჩანს, ეჭვს კი სახლში დაბრუნებული ნაცემი ძაღლი ამძაფრებს. მეუღლის თქმით, მას განზრახ არავინ მოკლავდა, თუმცა შესაძლოა, ვინმე შემთხვევით დაეჯახა და გადამალა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია და მაშველები, უკვე გამოიკითხნენ ადგილობრივები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა