სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს
სამტრედიაში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს-ინფორმაციას ორგანიზაციის წევრები ავრცელებენ.
მამუკა ბიბილეიშვილის ინფორმაციით, დაკავებულის ოჯახში ჩხრეკა დილით ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდცველებმა მათი წევრი წაიყვანეს.
ბიბილეიშვილის ინფორმაციით, პოლიციელები იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ისინი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. ბიბილეიშვილი ასევე აცხადებდა, რომ დილით სახლიდან წაყვანილი მათი კოორდინატორი პოლიციაში ამ დრომდე არ მოუყვანიათ და არ იციან სად ყავთ.
დილით დაკავებული დავით ზაქრაძე პოლიციის განყოფილებაში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს. ის მედიასთან ვრცელ კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ დაკავება არა ნარკოტიკს, არამედ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც ნაცნობთან მოუვიდა. კითხვებს თავს არიდებს და ამბობს, რომ ამ დრომდე პოლიციას სახლში ყავდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ პირი დაკავებული არაა და ის მხოლოდ გამოკითხვაზე იმყოფება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი