სამტრედიაში ხიდის აღდგენა წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება - გზების დეპარტამენტი
წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა, - აცხადებს საავტომობილო გზების დეპატამენტში სამტრედიაში დაზიანებული ხიდის შესახებ.
დეპარტამენტის ცნობით, ხიდის დაზიანება წყალმოვარდნამ გამოიწვია.
"მდინარე რიონის სტიქიური ადიდებით გამოწვეულმა წყალმოვარდნამ, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ მონაკვეთზე, მდინარეზე მშენებარე ხიდის მე-8 ბურჯი დააზიანა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყველა ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი. ამ ეტაპზე, მდინარე რიონის წყლის დონე ისევ დიდია და წყლის დონის დაწევისთანავე დაიწყება არსებული ვითარების შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული ბურჯის აღდგენა.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი 11.5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, რომელიც გაივლის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის 4 სოფელს (ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისს, გაუწყინარს). სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მილიონი ლარით ფინანსდება", - აცხადებს გზების დეპარტამენტი.
რატომ ვერ გაუძლო მცირე წყალმოვარდნას 73 მილიონიანი პროექტის ხიდმა და ვინ აანაზღაურებს ზარალს, ამაზე დეპარტამენტის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა