სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება - ნათია თურნავა ნამოხვანჰესზე
ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა, -აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, პოლიტიკურ განცხადებებს არაფერი აქვთ საერთო ეკოლოგიასთან.
"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია ის, რომ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არ აქვს არანაირი კავშირი ეკოლოგიასთან და პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან. ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა. რაც შეეხება მინისტრის გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის დანიშვნა ან გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და არა რომლიმე აქტივისტის აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც. ეს არის 4-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის ხელახალი კვლევების გადახედვა და მანამდე კაშხლის მშენებლობის გადაწევა, არდაწყება, ეს არის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა, მეტი ჩართულობა როგორც ფონდის მართვის, ასევე მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში. ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის, ოღონდ კონსტრუქციულ პლატფორმაზე. ველით მოსახლეობის წარმომადგენლებს, ველით ექსპერტებს, იმისთვის, რომ ჩაერთონ პროცესში, გააკეთონ პროექტის რევიზია, გადაამოწმონ ის კვლევები, რაც ჩატარებულია. ყველამ ერთად ვიზრუნოთ, რომ ჩვენი ენერგეტიკა, ჩვენი ეკონომიკა გახდეს უფრო ძლიერი. მოწოდებები, რომ ჩაიშალოს! გავაგდოთ ინვესტორი! გაჩერდესს! არ ავაშენოთ! - არ არის ჩვენი ლექსიკა. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ წელს ჩვენ ყველანი განვითარებისკენ უნდა ვისწრაფოდეთ“, - განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, გიგანტური ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა
ავტორი: ნიუპრესი