"სამწუხაროდ, ძალადობრივი ფაქტები ქვეყანაში უფრო მოიმატებს" - გია უკლება
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გია უკლება არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ მკვლელობების ფაქტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ამბები არ დასრულდება და ძალადობრივი პროცესები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდება.
„ყველას კარგად გვახსოვს, როგორ აცვეს სააკაშვილი ჯვარს, როცა თქვა, რომ იმ მენტალიტეტის ხალხი, რომლებიც ასწავლიდნენ და თვლიდნენ, რომ პოლიციასთან არ უნდა ეთანამშრომლა ადამიანებს, ჩასარეცხები იყვნენ. ასევე აკრიტიკებდნენ ნულოვანი ტოლერანტობის იდეას და მანდატურის ინსტიტუტს სკოლებში. ძალადობა დასჯადი უნდა ყოფილიყო, რაც სხვებისთვის მაგალითის მიმცემი იქნებოდა.
ამ ყველაფრის შედეგს ახლა ვიმკით და ის პროცესები რაც ქვეყანაში ხდება, სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება და ძალადობაც მოიმატებს, რაც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია“,-აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს წევრმა გია უკლებამ.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოში არასრულწოვანმა 18 წლის ახალგაზრდა გულის არეში სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ორი დღის წინ კი თბილისში 2 არასრულწლოვანი მათივე თანატოლებმა უპრეცედენტო სისასტიკით მოკლეს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე