სამტრედიაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
უკრაინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. ამჯერად, უკრაინელებს სოლიდარობა სამტრედიაში გამოუცხადეს.
მოქალაქეები მემორიალთან შეიკრიბნენ და უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმეს. მათი თქმით, ამ რთულ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა და ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს.
"დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანდა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ სამტრედიიდან ვუერთდებით მათ და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელებს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ყველა გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ და ეს ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისში ცენტრში საღამოს 6 საათზე დაიწყება.
ავტორი: ნიუპრესი