|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანქცირების პარალელურად მთავრობა პოლიციის მაღალჩინოსნებს აჯილდოებს

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ღირსების ორდენით დააჯილდოვდნენ.
მათ ღირსების ორდენი ოცნების პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის 
ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ე.წ. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 მაღალჩინოსნის ღირსების ორდენზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება 20 დეკემბერს გააჟღერდა. ღირსების ორდენზე წარსადგენ პირთა შორის იყვნენ: შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე.

ავტორი: