|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანქცირებული ზვიად ხარაზაშვილი საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას

ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზაშვილი (ხარება) საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი "ტერიტორიული ჯგუფების" დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას.  ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შს მინისტრის ბრძანებაში  წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.

გდდ-ის ხელმძღვანელი კი ზვიად ხარაზიშვილია, რომელსაც, თავის მოადგილე მილერი ლაგაზაურთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა 16 სექტემბერს ფინანსური სანქციები დაუწესა.

პოლიციის ტერიტორიული ჯგუფები იქმნება:

  • აჭარის;
  • ქვემო ქართლის;
  • შიდა ქართლის;
  • მცხეთა-მთიანეთის;
  • კახეთის;
  • სამცხე-ჯავახეთის;
  • იმერეთის;
  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის;
  • გურიის;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთისა;
  • თბილისის პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე.
  • შეგახსენებთ, რომ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა