|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოლქო საარჩევნო კომისიის ე.წ. ნეიტრალურ წევრებად "ქართული ოცნების" აქტივისტებს ნიშნავენ - ოპოზიცია

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ე.წ. ნეიტრალურ წევრებად "ქართული ოცნების" აქტივისტებს ნიშნავენ - ინფორმაციას ოპოზიცია ავრცელებს.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელთა თქმით, წევრების შერჩევა კონკურსის გზით არ მომხდარა და კომისიის შემადგენლობის ნაწილი აქტივისტებით დაკომპლექტდა.

მათ დღეს წევრების სია გაასაჯაროვს და განაცხადეს, რომ სია სუსის მიერ არის შედგენილი.

"საოლქო საარჩევნო კომისიის ე.წ. ნეიტრალურ წევრები გამჭვირვალე კონკურსის გზით შერჩევის ნაცვლად, ქართული ოცნების აქტივისტებით დააკომპლექტეს. ეს სია სუსის მიერ არის შედგენილი. გასაუბრების დროს კანდიდატების უმრავლესობა არც მალავდა, რომ წინა არჩევნებში ქართული ოცნების კოორდინატორებად მუშაობდნენ. ის ფაქტი, რომ შემოტანილი განცხადებების დიდი ნაწილი ერთი და იგივე პიროვნების მიერ არის შევსებული, ხოლო ელექტრონულად შევსებული 4-5 განცხადება ერთი ელექტრონული ფოსტის მისამართიდანაა გადმოგზავნილი, ნიშნავს იმას, რომ ეს განცხადებები ქართული ოცნების შტაბში არის დაწერილი და მათ მიერ საოლქო კომისიაში მიწოდებული. საუბნო კომისიების აბსოლიტურ უმრავლესობაში საოლქო კომისია აპირებს თავმჯდომარეებად, მოადგილეებად და მდივნებად დანიშნონ ის ადამიანები, რომლების მონაწილეობითაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების დროს ოქმების გადასწორება და არჩევნების გაყალბების ორგანიზება.  აღნიშნული ქმედებები ეწინააღმდეგება ეუთოს რეკომენდაციებს, ამცირებს საზოგადოების ნდობას თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, წარმოადგენს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და მიანიშნებს ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბებისათვის მზადებას"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გოგა შუშანიამ. 

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს, მოგვიამებით გახდება ცნობილი, გაკეთდება თუ არა კომენტარი.

ავტორი: ნიუპრესი