|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო კომისია "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი პოზიციების გასამყარებლად შექმნა - გიორგი ვაშაძე

პარლამენტის საგამოძიებო კომისია "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი პოზიციების კიდევ უფრო გასამყარებლად შექმნა. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძე აცხადებს. მისი თქმით, ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

"ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ეს კომისია არის შექმნილი, ფაქტობრივად "ქართული ოცნების" მიერ და მათ უნდათ, შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, არაერთი ფაქტი გვაქვს ამის წარდგენილი, ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილოებას არ მივიღებთ, იმიტომ, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ პარლამენტს, რომელიც არის არალეგიტიმური საქართველოში"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 შეგახსენებთ, ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შეეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი