საპარლამენტო ქალაქის სტატუსს ქუთაისი მოუმზადებელი შეხვდა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან შესაძლოა, პარლამენტის პლენარული სხდომები ქუთაისშიც გაიმართოს. თუმცა, ქალაქში მშენებარე საკანონმდებლო ორგანოს შენობა სხდომების სამასპინძლოდ მზად არ არის.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების ინიციატორი საპროცედურო საკითხთა კომიტეტია. ამ ეტაპზე მოქმედი კონსტიტუციის ნორმა, პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვის უფლებას მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ იძლევა. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ ქუთაისში სხდომების გამართვის შესაძლებლობა ამ მოწვევის პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ 4 წლით გაახალგაზრდავდა პარლამენტში მოხვედრისათვის საჭირო ასაკობრივი ცენზიც. თუ ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატის მოსარგებად მინიმალური ასაკი 25 წელი იყო, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩიონ საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 21 წელი შეუსრულდა. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილების შეტანის მიზნით, პარლამენტში პროექტი უკვე შევიდა. მას ხელს დეპუტატები აწერენ.
პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგება უმცირესობა. მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი ცვლილებებს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კი იმედი აქვთ, რომ მიმდინარე წლის 26 მაისამდე ქალაქში პარლამენტის სხდომა არ გაიმართება. რადგან სხდომის სამასპინძლოდ დარბაზის მოწესრიგება სწორედ ამ დროისთვის არის დაგეგმილი.
„არის იმის საფუძველი, რომ ის სამუშაოები, რაც მიმდინარეობს, 26 მაისისთვის დასრულდება. რეგლამენტით 1 მაისიდან გახდა შესაძლებელი ქუთაისში სხდომის ჩატარება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 2-ში, ან 3-ში შეიძლება სხდომის გამართვა. სამუშაოების ტემპი არის კარგი. გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და შესრულდება ხარისხიანად. 26 მაისისთვის შენობის გარკვეული ნაწილი გაკეთდება. სრულყოფილი სახე როგორც ასეთი, პარლამენტს ექნება შემოდგომაზე, როცა დასრულდება შენობისა და მისი გარე ინფრასტრუქტურის სრულყოფა," - ამბობს საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერაბ მეშველიანი.
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოები 2009 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის პროცესს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს. აღნიშნული უწყება მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ გასცემს. პარლამენტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „მაგისტილი" ახორციელებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ პარლამენტის მშენებლობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული შუალედური დასკვნის მიხედვით, 2009- 2011 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობაზე 73 774 800 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხა ქალაქის ბიუჯეტების შესრულების ანგარიშების მიხედვით განისაზღვრა.
საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა 2009 წლიდან დღემდე მხოლოდ კედლების ამოყვანა შეძლეს. ამ დროისთვის უშუალოდ შენობის მშენებლობა დასრულებული არ არის. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ობიექტის გადასახურავი გამჭვირვალე კონსტრუქციის მოწყობა და ამოყვანილი კედლების თეთრად შეღებვა. გარდა ამისა, საჭიროა ტერიტორიაზე არსებული თხრილების მოსწორება, წყლების ამოშრობა, მწვანე საფარის დაგება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ჯერ კიდევ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებამდე, მიმდინარე წლის 26 მაისისთვის საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობის დასრულება ქალაქში ეჭვქვეშ დააყენეს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, ქალაქის მერ<span
ავტორი: ქრისტინე ქარჩხაძე